სსიპ ქ.რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლა

პროექტი
"აგურ-აგურ ნაშენები დემოკრატია"
ავტორი- ხათუნა ყოჩაშვილი
მოსწავლეთა ასაკი-6-15წ.
ენა -ქართული
მოსწავლეთა რაოდენობა 50
საგნები-ქართული, ხელოვნება, მე და საზოგადოება, ისტ.
მიზანი - მოსწავლეებს ვასწავლოთ კანონის უზენაესობა,
მოსწავლეებში გავაღვიძოთ ემპათიის გრძნობა,
ვასწავლოთ ცხოვრება იარლიყების გარეშე,
ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება
ვასწავლოთ აზრის გამოხატვა შეურაცხყოფის გარეშე
სექსისტური შეხედულებებისაგან მოსწავლეთა განთავისუფლება
კავშირი ესგ-თან- ქართ.დაწყ.(I).1 სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
საზ.მეც.დაწყ.(I).1.საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2.საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
შედეგი : მოსწავლეებმა ისწავლეს კანონისადმი მორჩილება,
მოსწავლეები უფრო მეტად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობას,
გათავისუფლდნენ სექსისტური წარმოდგენისგან
აქტივობები
1. ფილმების ნახვა
2. დისკუსიების მოწყობა
3. სტატიების შექმნა
4. პოსტერის შექმნა
5. ფილმის შექმნა
6 პროექტის შეფასება
7. საკონფერენციო ვიდეოს მომზადება
8. ერთობლივი მინისპექტაკლების მოწყობა