სსიპ ქ.რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლა
რუსთავის N4 საჯარო სკოლის ისტორია
1978 წელს გაიხსნა ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა.
2013 წლის სექტემბრიდან სკოლას მიენიჭა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი.
სსიპ ჟული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლაში მუშაობს 102 პედაგოგი, რომელთაგან 74 უფროსი მასწავლებელია, ხოლო 2 პედაგოგი წამყვანი.
სკოლაში ამ დროისათვის ირიცხება 1721 მოსწავლე.
2007 წლიდან სკოლის დირექტორია მამუკა ხამხაძე.
სსიპ ჯიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 სკოლა გამოირჩევა კურსდამთავრებული მოსწავლეების მიღწევებით, როგორც საატესტატო გამოცდებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე და სხვადასხვა ოლიმპიადებზე. სკოლა 7 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ლიდერობდა საატესტატო გამოცდებზე მიღწეული შედეგებით.
2012 წელს სკოლამ ოფიციალურად მიიღო საქართველოს საუკეთესო სკოლის სტატუსი.
2018 წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" პროექტის ფარგლებში. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ შექმნა უკეთესი სასწავლო გარემო - საბუნებისმტეყველო ლაბორატორია, კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, მასწავლებელთა სამუშაო სივრცეები და სხვა.
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია რამდენიმე პროექტში, კერძოდ:
-
ახალი სკოლის მოდელი,
-
ციფრული სკოლა,
-
გამარჯობა რუბი.
სკოლის ციფრული წარსული
ევროპული სასკოლო საზოგადოება
eTwinning-ი
2013 წლიდან N4 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული ევროპულ სასკოლო გაერთიანებაში "ითვინინგი". უკვე 6 წელია აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენი პედაგოგები: ნათია შევარდენიძე, ხათუნა ყოჩაშვილი ევროპის სხვადასხვა სკოლასთან. ისინი ევროპელ კოლეგებს უზიარებენ ქართულ კულტურასა და მეთოდებს, ასევე შემოაქვთ ციფრული და სხვა თანამედროვე საგანმანათლებლო სიახლეები ჩვენს საგაკვეთილო სინამდვილეში. სწორედ ამ აქტიურობამ განაპირობა ისიც , რომ უკვე 2 წელია სკოლა "eTwinning"- ის სკოლის საპატიო ტიტულს ატარებს!
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციების გამარჯვებულები
სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვა კონფერენციებში იღებდა მონაწილებას. მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი სკოლის პედაგოგების გამარჯვებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე. ამ კონფერენციზე მოხვედრაც კი უკვე გამარჯვებაა და მით უმეტეს საამაყოა გამარჯვებულის ტიტულის ფლობა. ამ ბედნიერ პედაგოგებს შორის არიან: ლადო ბერუაშვილი , ნათია შევარდენიძე, ხათუნა ყოჩაშვილი.