სსიპ ქ.რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლა

SELFIE
აღმოაჩინეთ თქვენი სკოლის ციფრული პოტენციალი
სსიპ ჟული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლა ჩართული არის პროექტში "ციფრული სკოლა-საქართველო" , რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლამ მონაწილეობა მიიღო კვლევაში "SELFIE". იხილეთ კვლევის შედეგები.
"სელფი" უფასო თვითრეფლექსიის ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეაფასონ, როგორ იყენებ ციფრულ ტექნოლოგიებს ინოვაციური და ეფექტური სწავლისათვის. "სელფი" სკოლებს საშუალებას აძლევს მომენტალური სურათი დააფიქსირონ თუ ამჟამად სად იმყოფებიან სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რისთვისაც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრებებს ეყრდნობიან. მასწავლებლებთან, სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებთან დასმული შეკითხვების საშუალებით, "სელფი" ზომავს თუ როგორ გამოიყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლებისთვის სკოლაში. სკოლის ხელმძღვანელების კითხვები ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სასკოლო სტრატეგიებს ეხება. მასწავლებლის კითხვები ძირითადად სასწავლო პრაქტიკის ასახვას მოითხოვს, მოსწავლეებისა კი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებასა და სასწავლო პრაქტიკას. სელფი ევროკომისიის მიერ შეიქმნა ევროპის ქვეყნების საგანმანათლებო ექსპერტების ჩართულობით. 2017 წელს ევროპის მასშტაბით 67000-ზე მეტმა სკოლის ხელმძღვანელმა, მასწავლებელმა და მოსწავლემ ინსტრუმენტის ბეტა ვერსია თავიანთ სკოლებში გამოსცადეს.
გსურთ მეტი გაიგოთ სელფის შესახებ?
სელფის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პორტალზე
SELFIE - შედეგები
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლამ კვლევა "SELFIE" ჩაატარა დაწყებით საფეხურზე. კვლევაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ჯგუფი, ესენია:
-
სკოლის ლიდერები - 4
-
შესაბამისი საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მასწავლებლები - 30
-
შესაბამისი საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეები - 320
კვლევა მიმდინარეობდა 15 მარტიდან - 21 მარტის ჩათვლით.
წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებს ფოტოების სახით.
