top of page

სკოლის დირექტორი - მამუკა ხამხაძე

1994 წელს - დამთავრებული აქვს თსუ, სპეციალობა - ისტორია, ასპირანტურა პოლიტოლოგიის სპეციალობით;

2007 წლიდან - სერთიფიცირებული დირექტორი;

2007ლიდან - მუშაობს N4 საჯარო სკოლის დირექტორად;

2012 წელს - სკოლამ ოფიციალურად მიიღო საქართველოს საუკეთესო სკოლის სტატუსი.

2011 წლიდან - სერთიფიცირებული მასწავლებელი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში;

2005 წლიდან - ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომელი, რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწე; 

2000 წელს - დამხმარე გრიფირებული სახელმძღვანელოს თანაავტორი საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის "პოლიტოლოგია".

2017 წლიდან - საგანმანათლებლო ჟურნალის "სკოლა და ცხოვრება" სარედაქციო კოლეგიის წევრი.  

2014-2018 წლებში - მომხსნებლად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში: სკოლის ადმინისტრატორთა კონფერენცია, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია, პირველი ეროვნული კონფერენცია და ა.შ.  

2017 წელს - იყო სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი. 

13151512_1708723462719108_38462982430915
სასწავლო ნაწილი- ნანი მარხვაშვილი
 1995 წლიდან მუშაობს N4 სკოლაში ; 
  ფიზიკაზე უზომოდ  შეყვარებული პედაგოგი.

ამაყობს იმით , რომ არის შესანიშნავი კოლექტივის წევრი, რომ  ჯანსაღ და ლამაზ გარემოში უწევს  მუშაობა. ფიზიკის სწავლებისას სისტემატურად იყენებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების მიდგომებს და თვლის, რომ კეთებით სწავლება  მოსწავლეთა  პოზიტიური  განწყობის  უმთავრესი  მოტივატორია. მაღალი მოტივაცია კი  უზრუნველყოფს  მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სწავლა-სწავლების პროცესში და ხელს უწყობს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ხშირად იყენებს სკოლის ლაბორატორიას, ქმნის რესურსებს და აქცენტს აკეთებს  კვლევაზე და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლების სტრატეგიებზე.

        როგორც საგნის მასწავლებელი მიღწევად თვლის, რომ იმყოფებოდა შვეიცარიაში და ხუთდღიან ტრენინგს დაესწრო „ცერნის“ კვლევით ლაბორატორიაში,  გაეცნო იქ მოღვაწე ქართველ ფიზიკოსებს.

       იმედი აქვს, რომ პრიორიტეტად  იქნება აღიარებული საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება,  რადგან 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას სწორედ ამ საგნების სწორად და გამართულად სწავლებამ უნდა  შეუწყოს ხელი.

18881796_461117310894864_353854064625515
დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილი- ნათია წიკლაური 
1997 წ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი დაწყებითი განათლების სწავლებისა და მეთოდიკის ფაკულტეტი. 1
1994 - 2013 წწ. მუშაობდა   #14 და #28 საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ხოლო კერძო სკოლა „ჩირაღდანში“დირექტორი მოადგილის პოზიციაზე.
2010 წლიდან -  მუშაობს მე-4 საჯარო სკოლაში. 
2010 წლიდან - მუშაობს N4  სკოლაში დაწყებითი საფეხურის კლასების პედაგოგად.
2013 წლიდან - პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში ჩართულია მასწავლებელთა შეფასების ჯგუფში ფასილიტატორის პოზიციაზე.
60157319_2113157728792681_52957300364337
საინფორმაციო მენეჯერი - ლაშა სარალიძე

2005 - 2009 წწ.ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა                            

სპეციალობა: ფიზიკა. 

1994-2005წწ.  ქ.რუსთავი მე–4 საშ.სკოლა

 

2019.03წწ.ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ტექნოლოგიების ექსპერტი

2018.09წწ. ინფორმაციულ და საკომუნაციო ტექნოლოგიებში გავხდი უფროსი მასწავლებელი.

2016.09 წ.  სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა - ფიზიკის პედაგოგი

2015.09 წ. სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი

2014.09 წ. შეფასების გამოცდების ეროვნული ცენტრი - რუსთავის საგამოცდო ცენტრის IT სპეციალისტი

2014.09 წ. სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა - საინფორმაციო მენეჯერი

IMG_20190308_133056.jpg
გეოგრაფიის მასწავლებელი - ხათუნა წასიძე
N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.

2003 წელს - მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა გეოგრაფიის მასწავლებლად.

2011 წელს - წარმატებით ჩააბარა საგნისა და პოფესიული უნარების სასერტიფიკაციო გამოცდები, უმაღლესი შედეგების გამო სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა პერსონალური კომპიუტერით.

2012 წელს - ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა.

2013-2014 ს/წ - სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი.

კოლეგებთან ერთად აქტიურად იყო ერთად ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტში - ,,სასკოლო ქსელები“.

2015 წლიდან - შეფასების ჯგუფის წევრი, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ფასილიტატორი.

2012 წლიდან - NAEC-ის ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის ტესტების გასწორების ჯგუფის წევრი.

წლების განმავლობაში, მისი  მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და კარგ შედეგებს აჩვენებენ.

2006-2012 წლებში - იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

იყო სკოლის მასწავლებელთა გუნდის ,,მეოთხე“-ს  წევრი, რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა მასწავლებელთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ერუდიტთა საქალაქო კონკურსში და ყოველ ჯერზე დაიკავეს საპრიზო ადგილები.

44099743_1580429605435932_29573288515390
დაწყებითი კლასების მენტორი პედაგოგი - ხათუნა ყოჩაშვილი
 2007 წლიდან მუშაობს N4  სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად.           
 არის მრავალი წარმატებული პროექტის ავტორი.
  2019 წ.- კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი.
  2019 წ.- მენტორი
 2018 წ. - წამყვანი მასწავლებელი.

 2017 წ. - „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ტრენერი.

 2017წ . - მეწარმების განვითარების ტრენერი.

 2016 წ. - დისტანციური სწავლების პედაგოგი( ქართული)

 2016 წ. - სქემის ტრენერ-კონსულტანტი (მიმართულება: სამოდელო

 გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება)

 2014-16წწ. - eTwinning-ის ტრენერ -ამბასადორი

 2007-16წწ. - ქ.რუსთავის #4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლ.-ის პედაგოგი

 2015 -16წ. - G-PriEd-ის  ქართული ენის სწავლების ტრენერი I-VI

 2013 -15წ. - G-PriEd-ის  ქართული ენის სწავლების ფასილიტატორი 

 ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლაში I_IV კლ.

 2011-13 წ. - მენტორი

 2011წ. – სერთიფიცირებული

 2006-07წწ. - ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის კითხვის მასწავლებელი

14370091_1548616775164015_86727386451471

ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა

  • Tumblr Social Иконка
  • Facebook Clean
  • Twitter Clean

 

© 2023 by Tech Team. Proudly created with Wix.com

bottom of page